loader

კადრები ბათუმიდან, სადაც აქციაზე მირდატ ქამადაძე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ბათუმიდან, სადაც აქციაზე მირდატ ქამადაძე დააკავეს

„Говорит Москва" - ამ წარწერის გამო, ბათუმში, აქციის მშვიდობიანი მოქალაქეები დააკავეს, - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი კირთაძემ „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა.

გიორგი კირთაძის თქმით, დაკავებულია ოთხი ახალგაზრდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც.

„მშვიდობიანი აქცია იყო, „Говорит Москва“ ეწერა ერთ-ერთს. მოვარდნენ პოლიციის მაღალჩინოსნები და აქცია დაარბიეს მონაწილეები დააკავეს. ჯამში 4 ადამიანია დაკავებული. ისინი არასრულწლოვნები არიან. პოლიციელები პლაკატებს უმოწმებდნენ. პლაკატი არ მოეწონათ და დაიჭირეს”,- განაცხადა გიორგი კირთაძემ.

როგორც კირთაძე ამბობს, მისთვის უცნობია სად იმყოფებიან ამ წუთებში დაკავებული პირები.

ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მურმან დუმბაძის ინფორმაციით, დაკავებულია აქციის კიდევ ორი მონაწილე, მათ შორის, მირდატ ქამადაძეც.