"მეგონა ჩემი შვილი მწერდა და ასე ნაგლად მიპასუხა" - რას ჰყვება ველისციხეში სასტიკად მოკლული ბიჭის დედა?
შაბათის ფორმულამ ველისციხეში 26 წლის გიორგი მირზაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. მოკლულის მეგობარი შაბათის ფორმულასთან საუბარში ვარაუდობს, რომ მირზაშვილს მძინარეს ჩაარტყეს ურო, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.
"ვფიქრობ მძინარეს [ჩაარტყეს], რადგან საცვლების ამარა იყო, როცა ამოიყვანეს [ჭიდან]", - ამბობს მეგობარი.
გამოძიების ვერსიით ბრალდებულებმა მიმდინარე წლის იანვარში მირზაშვილი რუსთავიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სულხანიშვილის სახლში წაიყვანეს. ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას მირზაშვილი მოკლეს, რის შემდეგაც კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი სოფლიდან მოშორებით, ჭაში ჩააგდეს, ჭა ქვებითა და ბეტონით ამოავსეს.