საქართველოში ახალი დაავადება გავრცელდა - 5 მთავარი სიმპტომი, რომლებიც ამ დაავადებას ახასიათებს
საქართველოში მძიმე დაავადებათა სიაში შეტანილი ლეპტოსპიროზის შემთხვევები დადასტურდა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის ინფექციას 3 პაციენტი ებრძვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ლეპტოსპიროზის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლადმე მცირდება. თუ 2019 წელს საქართველოში 403 ფაქტი გამოვლინდა, 2020 წელს ამ მონაცემმა მხოლოდ 154, 2021 წელს კი 129 შეადგინა.
ბაქტერია ღია წყლებში, ტბებსა და ჭებში ცხოველის ექსკრემენტების მოხვედრით ვრცელდება. თუ დაბინძურებული წყალი ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდება, დაინფიცირების შანსი 98 პროცენტია. პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად ნაგავსაყრელების მოწესრიგება და ცხოველების მონიტონგი მიიჩნევა. ინფექციონისტები გვირჩევენ, რომ ქალაქგარეთ ვიზიტისას განსაკუთრებით დიდი ყურადღება მივაქციოთ ჰიგიენის ნორმებს და დავლიოთ მხოლოდ სუფთა წყალი.