loader

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი... დღე­ვან­დე­ლი სი­უ­ჟე­ტით ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ და­ესხნენ თავს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს" - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი... დღე­ვან­დე­ლი სი­უ­ჟე­ტით ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ და­ესხნენ თავს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს" - "ილიაუნის" რექტორი განცხადებას ავრცელებს

"ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ რექ­ტო­რი ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რექ­ტო­რი ეხ­მა­უ­რე­ბა "რუს­თა­ვი 2"-ზე გა­სულ სი­უ­ჟეტს, რო­მელ­შიც ის მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც ნა­სა­მარ­თლე­ვი და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­უ­ჯე­ტის არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­სა და ნე­პო­ტიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის თე­მას, ნინო დო­ბორჯგი­ნი­ძე წერს, რომ 2010 წელს მარ­თლაც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა, რის შე­დე­გა­დაც მისი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი და­ი­ღუ­პა. რექ­ტო­რის თქმით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვლით თავ­დას­ხმის მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობ­და და ახლა გა­მო­იკ­ვე­თა, რომ რე­ა­ლუ­რი მი­ზა­ნი "მისი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბაა".

"2010 წელს ნამ­დვი­ლად შე­მემ­თხვა უმ­ძი­მე­სი ავა­რია, რომ­ლის დროს და­ი­ღუ­პა ჩემი ერ­თა­დერ­თი დის­შვი­ლი. ამ ამ­ბავ­მა არა მარ­ტო ჩემი, არა­მედ მთე­ლი ჩემი ოჯა­ხის, მათ შო­რის პა­ტა­რა ბავ­შვე­ბის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა.

იმე­დი მაქვს, ისი­ნი ამ ბინ­ძურ სი­უ­ჟეტს ვერ/არ ნა­ხა­ვენ, თვალს აა­რი­დე­ბენ. პი­რა­დად მე ამის შეხ­სე­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა, მე ამა­ში ვცხოვ­რობ 2010 წლის აგ­ვის­ტო­დან ყო­ველ წამს.

დღე­ვან­დე­ლი სი­უ­ჟე­ტით ბო­ლოს­და­ბო­ლოს გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რა­ტომ და­ესხნენ თავს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტს. არა­ნა­ი­რი ფი­ნან­სუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი რომ არ არ­სე­ბობ­და, თა­ვა­დაც კარ­გად იცოდ­ნენ.

ეს წი­ნას­წა­რი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ფაზა იყო ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის და ამით უნი­ვერ­სი­ტე­ტის, რო­გორც გა­მორ­ჩე­უ­ლი ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის, და­ზი­ა­ნე­ბის­თვის.

ეს ტრა­გე­დი­აც მაძ­ლევს ძა­ლას, ბევ­რად უფრო მეტ­ზე ვი­ფიქ­რო, ვიდ­რე ჩემი სა­კუ­თა­რი პრობ­ლე­მე­ბია. რა­საც დღეს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი აკე­თებს, ის ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა და თუნ­დაც ასე­თი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი თავ­დას­ხმა ვერ შე­მიშ­ლის ხელს, გა­ვაგ­რძე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც პრო­ფე­სორ­მა და რო­გორც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა", - წერს ნინო დობორჯგინიძე.