loader

რა ჰქვია და რამდენი წლის არის ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილი - რას ამბობენ ექსპრეზიდენტის გარემოცვაში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჰქვია და რამდენი წლის არის ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილი - რას ამბობენ ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?

გუშინ უკ­რა­ი­ნის რა­დას დე­პუ­ტატ­მა, 32 წლის ლიზა იას­კომ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ დედა გახ­და, მისი პირ­ვე­ლი შვი­ლის მამა კი ცი­ხე­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია.

ლიზა იას­კომ არ და­ა­კონ­კრე­ტა, თუ რო­დის და­ი­ბა­და მისი შვი­ლი. არც სქე­სი და არც ბავ­შვის სა­ხე­ლი უხ­სე­ნე­ბია.

რო­გორც Ambebi.ge-ს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­რე­მოც­ვი­დან წყა­რო უყ­ვე­ბა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ლიზა იას­კოს შვი­ლი 1 წლის არის, გო­გო­ნაა და მას ჟას­მი­ნი ჰქვია. სა­ხე­ლი გო­გო­ნას დე­დამ შე­ურ­ჩია.

Ambebi.ge-ს წყა­რო ამ­ბობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­ო­თხე შვილს ჯერ­ჯე­რო­ბით არ იც­ნობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, სა­ნამ ლიზა იას­კო ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რებ­და შვი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას, წყა­რო გვიყ­ვე­ბო­და, რომ მათი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავ­და ბა­ბუ­ას, ლი­ზას მა­მას, ოლექ­სეი იას­კოს.