რა ჰქვია და რამდენი წლის არის ლიზა იასკოსა და მიხეილ სააკაშვილის შვილი - რას ამბობენ ექსპრეზიდენტის გარემოცვაში?
გუშინ უკრაინის რადას დეპუტატმა, 32 წლის ლიზა იასკომ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დედა გახდა, მისი პირველი შვილის მამა კი ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.
ლიზა იასკომ არ დააკონკრეტა, თუ როდის დაიბადა მისი შვილი. არც სქესი და არც ბავშვის სახელი უხსენებია.
როგორც Ambebi.ge-ს ექსპრეზიდენტის გარემოცვიდან წყარო უყვება, მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს შვილი 1 წლის არის, გოგონაა და მას ჟასმინი ჰქვია. სახელი გოგონას დედამ შეურჩია.
Ambebi.ge-ს წყარო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მეოთხე შვილს ჯერჯერობით არ იცნობს. რამდენიმე თვის წინ, სანამ ლიზა იასკო ოფიციალურად დაადასტურებდა შვილის შესახებ ინფორმაციას, წყარო გვიყვებოდა, რომ მათი გოგონა ძალიან ჰგავდა ბაბუას, ლიზას მამას, ოლექსეი იასკოს.