loader

"5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს - დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას" - როგორია სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობა და რას ამბობენ ექიმები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს - დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას" - როგორია სოსო ჯაჭვლიანის მდგომარეობა და რას ამბობენ ექიმები

მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი დღე-დღე­ზე სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბა. რო­გორც მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თურ­ქულ კლი­ნი­კას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ახლა მხო­ლოდ სამ­კურ­ნა­ლო თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო.

რო­გორც სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბარი, პო­ლი­ტი­კოსი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე­ ambebi.ge-სთან ამბობს, სო­სოს მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძი­მე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს შე­და­რე­ბით უკე­თაა, ვი­ნა­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დღეს პირ­ვე­ლად მი­ი­ღო და­მო­უ­კი­დებ­ლად საკ­ვე­ბი.

"სოსო დღე-დღე­ზე წავა თურ­ქეთ­ში და გა­აგ­რძე­ლებს მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მე­ლიც, რო­გორც ეუბ­ნე­ბი­ან, 5 ეტა­პა­დაა და­ყო­ფი­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა ეტა­პის შემ­დეგ შე­ის­ვე­ნებს და როცა 5 ეტა­პი დას­რულ­დე­ბა, გა­და­უ­ღე­ბენ კა­ტეს, სა­დაც გა­მოჩ­ნდე­ბა რა ფორ­მით უნდა გაგ­რძელ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა. იმე­დია, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ გახ­დე­ბა სა­ჭი­რო.

5 თვის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, სიმ­სივ­ნე აქვს. რაც მთა­ვა­რია, სოსო მხნედ და იმე­დი­ა­ნა­დაა, ექი­მე­ბის რჩე­ვა-და­რი­გე­ბებს იზი­ა­რებს და გან­წყო­ბი­ლია, ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლოს და სენი და­ა­მარ­ცხოს. თა­ვი­დან მძი­მედ იყო, ჩა­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ამ დღე­ებ­ში შე­და­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი გახ­და. მთა­ვა­რია, რო­გორც აი­მე­დე­ბენ, შე­დე­გი იქ­ნე­ბა და­დე­ბი­თი და მის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე აღარ და­ე­მუქ­რე­ბა", - ამბობს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ იხილით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/294255-kuchis-operaciis-mere-gartuleba-arsad-uchanda-si/