"სააკაშვილის ლანძღვის უფლებას არ მოგცემთ! შეიძლება ასე რომ აქეიფოთ აქ რუსები?" - დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოში
ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოში. დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებულ განცხადებას და ქვეყნის საგარეო კურსზე საუბარს მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უმრავლესობის დეპუტატებს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო მოღალატეები უწოდეს. როგორც ოპოზიციონერები აცხადებენ, ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის, რაც მიუღებელი და ქვეყნის ღალატია.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ რუსეთთან ცალმხრივად ფრენები, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს აღდგა და ახლა ამაზე საუბარი ორმაგი სტანდარტია.