"ცოტას დავაკლებ, 700 ლარად მოგყიდით, გადაფომებას უნდა 20 ლარი" - რა ღირს თბილისში ტაქსის ლიცენზია, "პალიტრავიდეოს" ექსპერიმენტი
დედაქალაქში A კატეგორიის ლიცენზიის ყიდვა-გაყიდვა და გაქირავება უკვე შესაძლებელია. აღნიშნული სერვისისთვის ინტერნეტპლატფორმაც გამოჩნდა, სადაც ლიცენზიის გასაყიდი ფასი 15 000 ლარსაც კი აღწევს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია მხოლოდ მასზე გაიცემა, ვინც 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას. შედეგად, A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდა.
ასევე, შეიქმნა A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა შესაძლებელია.