"ეს რომ ადამიანი ყოფილიყო - ატარეთ პიტბულები ალიკაპით!" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში ვაკის პარკიდან
სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ციტაძე ავრცელებს ვიდეოს და წერს, რომ ვაკის პარკში პიტბული პატარა ჯიშის ძაღლს თავს დაესხა. სოცქსელის მომხმარებელი ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
"იქ, სადაც ბავშვები, ორსულები და ოჯახით დადის ხალხი განსატვირთად, ასეთი რამ როგორ უნდა ხდებოდეს!!! ამ შემთხვევაში გაუმართლა ძაღლს, მაგრამ ეს რომ ადამიანი ყოფილიყო... ატარეთ პიტბულები ალიკაპით!!!! კანონი შემოვიდეს!" - წერს სალომე ციტაძე.
ვიდეო: Salome Tsitadze