"ვიღაცას შეიძლება ჰქონდეს სურვილი, წავიდეს რუსეთში, ვიღაც წავა იტალიაში, ვიღაც ესპანეთში, რა არის ამაში ცუდი?! - კახა კალაძე
საერთოდ რა კავშირშია ფრენები რუსეთის დაახლოებასთან, ჩემთვის გაუგებარია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივად სახმელეთოდ შესაძლებელია მიმოსვლა, შესაძლებელი იყო ერევნის გავლით ჩამოსულიყვნენ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში და რა პრობლემაა იმაში, თუ პირდაპირი ფრენები იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.