"არ მინდა და არ გიპასუხებ" - ირაკლი ზარქუა ჟურნალისტს
მე მგონია, რომ ევროკავშირის ელჩმა ამ ქმედებით მორიგი შეცდომა დაუშვა - ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, ერთი დირიჟორი ჰყავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27 ქვეყნის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის დემარშის გამოცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის „დირიჟორმა“ პირველი დემარშის დროს, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტს ეხებოდა, დემარშის ავტორები სამარცხვინოდ წარმოაჩინა და მეორე შემთხვევასთან მიმართებითაც ანალოგიურად გვაქვს საქმე.