loader

“გვაღვიძებს მესაზღვრის ხმა; ჯიგარს დაულევია... ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი, რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე, ახლაც კი თვალწინ მაქვს“ - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ბანაკში მომხდარი საგანგაშო ფაქტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გვაღვიძებს მესაზღვრის ხმა; ჯიგარს დაულევია... ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი, რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე, ახლაც კი თვალწინ მაქვს“ - ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე, ბანაკში მომხდარი საგანგაშო ფაქტი

“ფეისბუქის“ წევრი ნანუკა ავალიანი ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალში მომხდარი საგანგაშო ფაქტის შესახებ წერს:

“2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს, უკანასკნელად შემემთხვა მე და არა მარტო მე, სხვა ტურისტებსაც!!!

27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები / Vashlovani Protected Areas-ზე 13 ადამიანი. სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი. მივედით ბანაკამდე. გვგონია, რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ, სადაც რეინჯერების გარდა, მესაზღვრეებიც არიან და ნუ, მოკლედ, მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს მანამ, სანამ არ დაღამდა... ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00-ზე გვაღვიძებს, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, მესაზღვრის ხმა. თავიდან გვეგონა, რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას, მაგრამ არა! ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტები, რომლებსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო, რომელზეც უთხრა, უიი, გასაღები არ მქონიაო. შემდეგ დავარდნილი პომიდვრის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით, მეორედ გადატენა და იქვე დაიდო!!! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ!!! ხალხო, ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის! არ დაგვავიწყდეს ის, რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ!!! ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი, რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე, ახლაც კი თვალწინ მაქვს...

ნამდვილად არ მაინტერესებს, ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი!!! ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენგანს რომ მოხვედროდა, გამეცით პასუხი, ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის? ვიმეორებ, სულ არ მაინტერესებს, ტურისტები უჩივლებენ თუ არა! დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას!!!“ - წერს ნანუკა ავალიანი.