ლაზარე გრიგორიადისის მამას პოლიციამ კარავი არ გააშლევინა, დააკავეს 1 აქტივისტი - დაპირისპირების ამსახველი კადრები
საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან ხმაური იყო.
ადგილზე მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს პოლიციამ პარლამენტის უკან კარვის დადგმის საშუალება არ მისცა, რასაც სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი 166 და 173 მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.