loader

"სოსო მძი­მე სენს ებ­რძვის; მად­ლო­ბა ღმერ­თს, ცო­ცხა­ლია და კი­დევ დიდ­ხანს აცო­ცხლოს ღმერ­თმა" - სოციალურ მედიაში სოსო ჯაჭვლიანის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება - რას ამბობენ მისი მეგობრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სოსო მძი­მე სენს ებ­რძვის; მად­ლო­ბა ღმერ­თს, ცო­ცხა­ლია და კი­დევ დიდ­ხანს აცო­ცხლოს ღმერ­თმა" - სოციალურ მედიაში სოსო ჯაჭვლიანის შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდება - რას ამბობენ მისი მეგობრები

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მსა­ხი­ო­ბი, ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს ცნო­ბა ყალ­ბია. ჯაჭვლი­ა­ნი ცო­ცხა­ლია. ამის შე­სა­ხებ მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა და ნა­თე­სავ­მა გვი­თხრეს.

"ტყუ­ი­ლია, ვი­ღა­ცებს გა­უვრცე­ლე­ბი­ათ "ფე­ის­ბუქ­ში". რა წე­სია, რა უბე­დუ­რე­ბაა. ადა­მი­ა­ნი ცო­ცხა­ლია და ნეკ­რო­ლოგს უწერ, რა უბე­დუ­რე­ბაა. ეს საქ­ცი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ზაფ­რვას ემ­სა­ხუ­რე­ბა, იმა­საც, რომ ბო­რო­ტე­ბა სულ­ში უზით. სოსო მძი­მე სენს ებ­რძვის. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ცო­ცხა­ლია და კი­დევ დიდ­ხანს აცო­ცხლოს ღმერ­თმა", - ამ­ბობს Ambebi.ge-სთან სოსო ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, პო­ე­ტი ერეკ­ლე საღ­ლი­ა­ნი.

ასე­ვე, ჯაჭვლი­ა­ნის მე­გო­ბა­რი, მსა­ხი­ო­ბი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჯაჭვლი­ა­ნი ცო­ცხა­ლია და სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბა.

წყარო: https://www.ambebi.ge/article/294147-ra-cesia-ra-ubedurebaa-adamiani-cocxalia-da-nek/?fbclid=IwAR11GVZbOztMYcpWnqz4DC_ppCqlMZmIf3Vh_wyJBvZJPsQSZytUC3VCa3A