loader

"შემოვიდნენ ჩვენს ოთახებში, ნახონ, რა ნაგავში ვცხოვრობთ" - ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მიერ პროტესტის მიზნით გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შემოვიდნენ ჩვენს ოთახებში, ნახონ, რა ნაგავში ვცხოვრობთ" - ფოთში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მიერ პროტესტის მიზნით გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების მიერ პროტესტის მიზნით გადაკეტილი გზა პოლიციამ გახსნა.

შეკრებილებს გაფორმების ეკონომიკური ზონისკენ მიმავალი საავტომობილო გზა გადაკეტილი ჰქონდათ.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, პორტის ტერიტორიაზე, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება, რის გამოც მათ ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება.

ისინი წლებია პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ და ხელისუფლებისგან ფულად კომპენსაციას ითხოვენ. ხელისუფლების მიერ შეთავაზებული პირობა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებთათვის მიუღებელია.

,,დაშლას ნამდვილად არ ვაპირებთ, სამი წელია ამაზე ვიბრძვით. გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. დანებებას არ ვაპირებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის. იმედია, ყურადღებას მოგვაქცევენ" , - განაცხადა აქციის მონაწილე ნინო ცხომარიამ.

აქციის მონაწილეები გზის გახსნას არ აპირებენ და პროტესტის უკიდურესი ზომებით იმუქრებიან.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.