რა ხდება ამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციასთან? - კადრები ადგილიდან
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტების ნაწილი და მოქალაქეები „მთავარი არხის“ ეზოში შეიკრიბნენ და პრეზიდენტის რეზიდენციამდე ფეხით მსვლელობით მივიდნენ.
აქციაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
მსვლელობისას ისმოდა საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები.
ვიდეო: "მთავარი არხი"