"მთავარი მინდა გითხრათ..." - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა პუტინის განცხადების შესახებ?
"ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის განცხადების შესახებ საუბრისას განუცხადა.
რუსეთის პრეზიდენტმა გუშინ განმარტა თუ რატომ გადაწყვიტა ვიზების გაუქმებისა და საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხი.
"მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით.
მინდოდა მხარი დამეჭირა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან თავად საქართველოში და ჩვენს ბიზნესს, უბრალოდ, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველო უყვართ, სურთ იქ წასვლა, დასვენება, შეხება ქართულ ბუნებასთან, კულტურასთან, სამზარეულოსთა“, - განაცხადა პუტინმა.