"მკვლელი მოკლულის მობილურით სარგებლობდა და მოკლულის დედას წერდა, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ" - კახეთში მომხდარი მკვლელობის შემზარავი დეტალები
რუსთაველი ბიჭი 26 წლის გიორგი მირზაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში 4 თვის წინ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.
ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა დანაშაული აღიარა.
როგორც ირკვევა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მკვლელი მოკლულის პირადი მობილური ტელეფონით სარგებლობდა, რუსთაველი ბიჭის სახელით მისი ოჯახის წევრებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს წერდა და ადგილსამყოფელის შესახებ ცრუ ინფორმაციას აწვიდიდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულის დედას წერდა, რომ ის მონასტერში იყო და მისი ძებნა არ დაეწყოთ.
ფაქტზე შსს-მ 2 პირი დააკავა.