"წინა წელს ან იმის წინა წელს რომ არ იყო იმავე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?" - რა განმარტებას აკეთებენ "ქართულ ოცნებაში" გავრცელებულ კადრებზე?
"ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტო და ვიდეოკადრებს, სადაც პარტიის თავმჯდომარე აუზსა და სპორტდარბაზშია გადაღებული.
"დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ყოველთვის ესწრება ყველა უმაღლესი კონსტიტუციური თანამდებობის პირი! ირაკლი კობახიძე ცერემონიებზე დასწრებისგან წლებია თავს რომ იკავებს, ვითომ ახლა გაიგეს. წინა წელს ან იმის წინა წელს რომ არ იყო იმავე ცერემონიაზე, მაშინ რატომ არ შეიმჩნიეს? სპორტდარბაზიდან და აუზიდან ფოტო ან ვიდეომასალა არ ჰქონდათ და იმიტომ?
არა, იმიტომ, რომ მართლა უსამშობლო აგენტები არიან და რითი გადაფარონ დღევანდელი დღის უდიდესი პოზიტივი, მაგაზე არიან დაგეშილები. ხან ევროკავშირის დროშაზე უბინძურესი სპეკულაციით სცადეს და ხან ერთი საათით სპორტკომპლექსში მისული ადამიანით, რომლის ორგანული ზიზღი და შიში აქვთ. მათი აგენტობის და ამაზრზენობის მთავარი მამხილებელია და იმიტომ! და რადიკალური ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი ბოიკოტს დემონსტრაციულად რომ უცხადებს ამ დღეს წლებია, თან მიწვევის მიუხედავად, ამაზე რატომ არავინ იღებთ ხმას?
პ. ს. ლяკა ხოშტარია რისი მკადრებელია, ყველამ ვიცით, მაგრამ რა ბინძური უნდა იყო “პოლიტიკოსი”, საკუთარი დედა რომ შეუშვა სპორტდარბაზში და აუზზე (ორ ნაცაქტივისტთან ერთად) კობახიძისთვის ფოტო-ვიდეომასალის გადასაღებად. @ელენე ხოშტარია ( არ ითაგები და გადმოგცემენ) კაგებეს მეთოდებშია ეგეც?!" - წერს გრძელიშვილი.