loader

"ეს არ ხდება პირველად!" - სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს არ ხდება პირველად!" - სოფო ნიჟარაძე მიმართვას ავრცელებს

მომღერალ სოფო ნიჟარაძის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" ვრცელდება მიმართვა, რომელშიც სოფო ნიჟარაძე მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი სახელით გავრცელებული ვიდეოგათამაშება ყალბია.

მომღერალი მოუწოდებს ყველას, არ ჩაერთონ არანაირ გათამაშებაში, რაც თითქოს მისი სახელით ვრცელდება.

„ჩემი სახელით ვრცელდება ყალბი ვიდეოგათამაშება, რომელიც პრიზს აწესებს გამარჯვებულისთვის! ეს არ ხდება პირველად!!!!!!! გთხოვთ, დაარეპორტეთ, თუ ასეთი გვერდი შეგხვდათ!

არ ჩაერთოთ არანაირ გათამაშებაში!"