loader

ემოციური წუთები - ვინ შეასრულა საქართველოს ჰიმნი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური წუთები - ვინ შეასრულა საქართველოს ჰიმნი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავს. სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში იმარ­თე­ბა. 12:00 სა­ათ­ზე წვე­ვამ­დე­ლებ­მა ფიცი და­დეს რაც ღო­ნის­ძი­ე­ბის კულ­მი­ნა­ცი­უ­რი მო­მენ­ტია. ფი­ცის და­დე­ბის სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლი­სის გარ­და 10 რე­გი­ონ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰიმ­ნის, წელს ის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ­მა მეცო-სოპ­რა­ნომ ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძემ შე­ას­რუ­ლა.

ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი დე­ტა­ლე­ბი

ქე­თე­ვა­ნი 1981 წლის 7 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სულ­ხან ცინ­ცა­ძის სა­ხე­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლა და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი; შემ­დეგ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის მა­გის­ტრა­ტუ­რა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ხრით; ქე­თე­ვა­ნი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სტი­პენ­დი­ა­ტი; 2005 წელს კი მი­ე­ნი­ჭა მა­გის­ტრის წო­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკო­ნო­მი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.