ვრცელდება სკანდალური აუდიოჩანაწერი - "ნუ ტლიკინებ ქალაჩუნასავით, შენი თავი ყველას შევაძულე, ახლა გაგაგდებ სკოლიდან"
TV25-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ მუსიკის პედაგოგმა მოზარდს თანატოლების თვალწინ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ბავშვის მშობელი გვიყვება, მასწავლებლის მხრიდან მორალური ზიანი მის შვილს არაერთხელ მიუღია და ამას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
დედა, ზაირა თვაური, ფაქტებს იხსენებს და ამბობს, რომ პედაგოგი მოსწავლეებს მის შვილთან ურთიერთობასაც უკრძალავდა და ურჩევდა, მისგან თავი შორს დაეჭირათ. გარდა ამისა, ჩვენ მიერ მოპოვებული ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ ჩაგვრაში ბრალდებულს იერიში სხვა მოზარდებზეც მიჰქონდა და მათ სკოლის დამთავრებამდე ცხოვრების გამწარებით ემუქრებოდა.
მას შემდეგ, რაც ინფორმაცია დღეს დილით, TV25-მა ვებგვერდის მეშვეობით გაავრცელა, ქალმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. როგორ განვითარდა მოვლენები დღის განმავლობაში და როგორია მხარეთა პოზიციები? თეო ფუტკარაძე გიამბობთ.
"მეზიზღებით"! - ასე მიმართავს მეშვიდე კლასის მოსწავლეებს ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი. მასწავლებელი ბავშვებს მთელი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას აბულინგებს და ემუქრება.
პედაგოგი სკოლიდან გაათავისუფლეს.