მსოფლიო საქართველოსთან ერთად ზეიმობს - ვაშინგტონში, ირლანდიაში, შვეიცარიასა და სხვა ქვეყნებში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა
26 მაისთან დაკავშირებით, ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ევროპის საბჭოს შენობაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქ. სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი.
ასევე, სლოვაკეთში, საქართველოს საელჩოს შენობა.
საქართველოს დროშის ფერებით განათდა ირლანდიაში დუბლინის ღირსშესანიშნაობა, Samuel Beckett -ის ხიდი.
აზერბაიჯანში, ქ, ბაქოში, საქართველოს დროშის ფერებით განათდა „ჰეიდარ ალიევის ცენტრი".
შვეიცარიაში, ქ. ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ირლანდიაში, ქ. დუბლინში ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს დროშა აღიმართა.