loader

"ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე... შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია, გადარჩნენ" - რას წერს ნინო ზამბახიძე ვაკეში მომხდარ სროლაზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლაც ვერ მოვდივარ ჭკუაზე... შუაში შავი ქურთუკით ჩემი შვილია, გადარჩნენ" - რას წერს ნინო ზამბახიძე ვაკეში მომხდარ სროლაზე?

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნინო ზამ­ბა­ხი­ძე ვა­კე­ში მომ­ხდარ სრო­ლას ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ მომ­ხდა­რის დროს კა­ფე­ში მისი ქა­ლიშ­ვი­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ ჭკუ­ა­ზე, რაც ვნა­ხე, შუ­ა­ში შავი ქურ­თუ­კით ჩემი შვი­ლი ნო­ნოა. ალ­ბათ, ყვე­ლა­ფე­რი, რაც გაგ­ვი­კე­თე­ბია მშობ­ლებს კარ­გი, ჩვენს შვი­ლებ­ზე აი­სა­ხა, რომ ცო­ცხლე­ბი გა­დარ­ჩნენ. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ სწრა­ფად იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე და რამე უნდა მო­ვი­ფიქ­როთ მშობ­ლებ­მა ძა­ლა­დო­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად" - წერს ზამ­ბა­ხი­ძე.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ ვა­კე­ში სრო­ლა იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ კა­ფე­ში მოხ­და. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ერ­თმა პირ­მა მე­ო­რეს და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ­ჯერ ეს­რო­ლა. ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ კა­ფე­ში დაჭ­რი­ლი პირი ფეხ­ბურ­თე­ლი გუგა ფირ­ცხა­ლა­ვაა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხვა პი­როვ­ნე­ბა­ში შე­ე­შა­ლათ. მას სი­მონ ხე­ჩი­ნაშ­ვი­ლის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თბი­ლის­ში, მო­საშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ერთ-ერთ კა­ფე­ში მომ­ხდა­რი სრო­ლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ორი მუხ­ლით და­ი­წყო - 19/108-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.