გავრცელებული ინფორმაციით, ვაკეში შეცდომით სხვა პირს ესროლეს - "რუსთავი 2" კაფეში დაჭრილი პირის ვინაობას ავრცელებს
ცოტა ხნის წინ ვაკეში სროლა იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში მოხდა. როგორც ისინი ამბობენ, ერთმა პირმა მეორეს დაახლოებით შვიდჯერ ესროლა.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კაფეში დაჭრილი პირი გუგა ფირცხალავაა, რომელიც სხვა პიროვნებაში შეეშალათ. იგი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.