“არ არიან დამნაშავეები! სიკვდილამდე რომ მივიდე, ამას დავამტკიცებ“ - იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე დაკავებული მამის და ბიძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
“არ არიან დამნაშავეები. ამას დავამტკიცებ" - ქუთაისში, პროკურატურასთან, აქცია გაიმართა.
იმერეთში, მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. ოჯახის ახლობლები და მეზობლები ფაქტს აპროტესტებენ. ისინი თვლიან, რომ არასრულწლოვანი დედის დავალებით იტყუება, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება და მეუღლესთან გაშორებულია.
ვიდეო: Mega TV • მეგა TV