loader

"ჩემს ბიოლოგიურ დედას ზვიადსა და ჩვენს ოჯახზე არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია" - გიორგი გამსახურდია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემს ბიოლოგიურ დედას ზვიადსა და ჩვენს ოჯახზე არცერთ მტერზე ნაკლები არ დაუშავებია" - გიორგი გამსახურდია

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადსა და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას" - ამის შესახებ ზვიად გამსახურდიას შვილი გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.

გიორგი გამსახურდიას თქმით, მისი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ ყოველდღიურად არ წყდება მანანა არჩვაძის აბსურდული სარჩელები.

"სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არცერთ მტერზე ნაკლები, ზვიადსა და ჩვენს ოჯახზე არ დაუშავებია ჩემს ბიოლოგიურ დედას. რასაც, დღევანდელი დღის ჩათვლით აგრძელებს. ამ ჯერზე, ჩემი დაუძლურებული ძმის წინააღმდეგ... ყოველდღიურად არ წყდება მისი აბსურდული სარჩელები, რომელიც ანელებს ცოტნეს რეაბილიტაციას", - წერს გიორგი გამსახურდია.