"უცნაურია, საპატრიარქომაც თუ არ იცის ამის შესახებ, არ არის მარტივი ამბავი" - მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზზე
დღეს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს რომ მოძღვარი ნიკოლოზი მოსკოვში იმყოფება.აღსანიშნავია, რომ კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში წარმომადგენლობა მხოლოდ ოთხმა ეკლესიამ გაგზავნა, სადაც საქართველო ერთ-ერთი იყო.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე კი ამბობს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის ჩასვლა მოსკოვში პატრიარქ კირილესთვის "ანგელოზის დღის მისალოცად", არის კერძო ვიზიტი და ის არ წარმოადგენს საპატრიარქოს