"მთელი საქართველო რეკავს, შეწუხებულია... გვანერვიულა" - ბოლო ინფორმაცია ჟურნალისტ თათია ნიკოლეიშვილის შესახებ, რომელსაც გუშინ ანაფილაქსიური შოკი დაემართა და რეანიმაციაში გადაიყვანეს
"კარგი ამბები! ჟურნალისტ თათია ნიკოლეიშვილის (Helena Bedwell) დინამიკა პოზიტიურია! ლაპარაკს ცდილობს! ალერგია ხახვსა და ნიორზე! დილას მოხსნიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან! გილოცავთ!" - ამის შესახებ ჟურნალისტის მეგობარი მიშა რობაქიძე სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ცნობისთვის, თათია ნიკოლეიშვილმა გუშინ გონება ორთაჭალაში, "ფრესკოს" სუპერმარკეტში დაკარგა და უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.