"ეს არის ერთ-ერთი ნიშანი" - როგორ უნდა ამოვიცნოთ, აქვს თუ არა ცხოველს ცოფი?
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას განცხადებით, წელს საქართველოში ცოფის 46 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. როგორც მან განმარტა, ეს შემთხვევები საყურადღებოა, რადგან თითოეულ ძაღლს შესაძლოა რამდენიმე ადამიანთან ჰქონოდა შეხება.