loader

“მშობლებო, მოგმართავთ თქვენ!.. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ პირადში“ - 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მშობლებო, მოგმართავთ თქვენ!.. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ პირადში“ - 12 წლის ანა იანუშაიტიტეს დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ანას დედა მორიგ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს:

“ამ უმძიმეს პერიოდში ვგრძნობ ყველას თანადგომას. შემეხმიანა და შევხვდი ბავშვიან მამაკაცს. მადლობა ყველას, ვინც ეძებდით იმ დღეს ანის, ვინც მწერთ და მამხნევებთ. ვინც მაგ დროს გაიარეთ, ვინც ძებნაში მონაწილეობას იღებდით, გთხოვთ, შემეხმიანეთ.

ორი ახალგაზრდა ბიჭი ზურგჩანთით - ბიჭებო, ყველგან დარბიხართ, ტელეფონის ფარანი გაქვთ ჩართული 186-ე სკოლის ტერიტორიაზე --შემეხმიანეთ. მშობლებო, მოგმართავთ თქვენ - პედოფილი ან პიროვნება, რომელსაც არაჯანსაღი ინტერესი გამოუხატავს ბავშვების მიმართ, აქვს მოძალადის ნიშან-თვისებები. თუ იცით ასეთი პირები, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, შემეხმიანეთ პირადში. გააზიარეთ ეს პოსტი. დაგლოცოთ უფალმა“ - წერს ნატო ხუტაშვილი.