loader

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებულები არიან.

დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატი, მცირეწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ საუბრობს. მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.