„ბიბლუსმა“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებს სიურპრიზები მოუმზადა
„ბიბლუსმა“ 23 მაისს 15 წლის იუბილე აღნიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, კომპანიამ მომხმარებლებს სიურპრიზები მოუმზადა და ბრენდირებული ტკბილეულით დაასაჩუქრა.
ყოველ 30-ე მომხმარებელს „ბიბლუსის“ ლოიალურ ბარათებზე 15 ქულა დაერიცხა, რაც 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით სიმბოლურია. ასევე, ყოველ 50-ე მომხმარებელს „ბიბლუსმა“ 99%- იანი ფასდაკლება შესთავაზა.