loader

“მეპატრონე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ, ბრაკონიერებმაც ისარგებლეს და გაანადგურეს ტბორი! რაც დარჩათ, ლპება!“ - საგანგაშო ვიდეო ლანჩხუთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მეპატრონე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ, ბრაკონიერებმაც ისარგებლეს და გაანადგურეს ტბორი! რაც დარჩათ, ლპება!“ - საგანგაშო ვიდეო ლანჩხუთიდან

“ლანჩხუთში ბრაკონიერები უკვე კერძო მეურნეობებს მიადგნენ! სოფელ ქვიანში, ავტობანის პირას არსებული კერძო ტბორი განადგურებულია სრულიად! თევზს არ აღენიშნება დაავადებები, პარაზიტები, არ არის უჟანგბადობის პრობლემა! მეურნეობა განადგურებულია ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით. რისი გაზიდვაც შეძლეს და მოასწრეს, გაზიდეს; რაც დარჩათ, ლპება წყალსატევში!

ვიდეომასალა გადაღებულია დღეს დილით. კერძო ტბორის მეპატრონე გარდაიცვალა რამდენიმე კვირის წინ, ბრაკონიერებმაც ისარგებლეს ოჯახის ტკივილით და გაანადგურეს ტბორი! აი, ასეთი ხალხია!!! ეს ხალხი იმავეს ყოველდღიურად უკეთებს საქართველოს მდინარეებსა და საერთო სარგებლობაში არსებულ წყალსატევებს. ისინი თევზს არ მოიპოვებენ პირადი მოხმარების მიზნით, მოიპოვებენ სარეალიზაციოდ და საკმაოდ სოლიდური ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. სხვა შემთხვევაში, თუნდაც ამ ტბორში სასროლი ბადის გამოყენებით, რამდენიმე საათში ათობით კილოგრამი თევზის დაჭერა იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს მათ არ აკმაყოფილებთ, მათი მიზანია მოიპოვონ ასობით კილოგრამი და მიიღონ დიდი ფინანსური სარგებელი! ბრაკონიერობა საქართველოში დიდი ხანია იქცა ორგანიზებულ დანაშაულად!!! თევზის მარაგები წყალსატევებში კრიტიკულადაა შემცირებული, თუ სახელმწიფო დროულად არ მიიღებს ხისტ გადაწყვეტილებებს, კერძო მეურნეობებზე შეტევები გახშირდება! ვინაიდან მდინარეებში თევზი აღარ არის!!!“ - ავრცელებს “M.A.P მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ“.