"ვიღაცისთვის შეიძლება ეს არის ფანტასტიკის სფერო" - რა ხდება თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში?
თემქაზე მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ.
ჩვენ დავუკავშირდით დევნილთა სააგენტოს. როგორც „პალიტრავიდეოს“ სააგენტოში განუცხადეს, ვინაიდან ეს შენობა არის მათი საკუთრება, დევნილებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ გამგეობას და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში დევნილთა სააგენტო გამგეობასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად განახორციელებს თანადაფინანსებას.
თემქაზე მცხოვრები დევნილები, რომლებიც უკვე 30 წელია ამ ამორტიზებულ შენობაში ცხოვრობენ, იმედს იტოვებენ რომ მათ გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანენ და 65 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.