ყირიმის ხიდზე დაკვამლიანებაა, რუსული მხარე ირწმუნება, რომ მიზეზი წვრთნებია
უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის (ქერჩის) ხიდზე დაკვამლიანებაა. რუსული მხარის განცხადებით, მიზეზი წვრთნებია.
„ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დაკეტილია“, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის“ ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა.