"ამაზე საუბარი დაგეგმილი არ მქონდა..." - რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე?
მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.