loader

აფხაზეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, 12 წლის მოზარდი დაჭრილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი მოკლეს, 12 წლის მოზარდი დაჭრილია

ოკუპირებულ აფხაზეთში მკვლელობა მოხდა. სოხუმში სროლის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაიჭრა.

ე.წ. გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა, რადა სანგულიამ სააგენტო „აფსნიპრესს“ მკვლელობის ფაქტი დაუდასტურა.

„ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მომხდარის გარემოებები ზუსტდება, ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა სანგულიამ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სროლის შედეგად დაჭრილია 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.