ფოთის პორტში, სავარაუდოდ, დიდი ოდენობით “ჰეროინი“ აღმოაჩინეს - ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ
არსებული ინფორმაციით, ფოთის პორტში, ერთ-ერთ ნავმისადგომზე, ერთ-ერთ სატვირთოში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინია“ აღმოჩენილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები სატვირთოს მისაბმელში, სპეციალურად მოწყობილ საცავში იყო დამალული.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ირანის მოქალაქის მართვის ქვეშ იმყოფება.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, დაწყებულია გამოძიება, ადგილზე მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები.