"წელს გვაქვს აფეთქება... გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია, რასაც საავადმყოფოში მართვა სჭირდება" - როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ჩუტყვავილა რთულდება და რატომ არ არის მისი საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო?
"იანვრიდან დაწყებული, აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3 118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.