"კიდევ უფრო მეტი ინტრიგა რომ შემოვიტანო..." - რა განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ?
"კიდევ უფრო მეტი ინტრიგა რომ შემოვიტანო, ჩვენ პატივი გვქონდა, წარმოგვედგინა ბატონი ივანიშვილი თითქმის 5 წლის განმავლობაში. ჩვენ ასევე პატივი გვქონდა, მანამდე, სანამ ბატონი ივანიშვილის მომსახურებით დავკავდებოდით და დღესაც, როდესაც ეს მომსახურება შეწყდა, მომსახურებას ვუწევდით და დღესაც ვუწევთ აშშ-ის საელჩოს..." - ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, "ჯეოქესის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "ნიუსრუმში" ისაუბრა.