loader

მედია - ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედია - ბელგოროდში „ეფ-ეს-ბესა“ და შსს-ს შენობებს დაარტყეს

ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ-არხებზე" დაყრდნობით ავრცელებს.

ქალაქის თავზე ამომავალი კვამლის ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინგამოცემამ, SOTA-მ, „ტელეგრამზე“ გამოაქვეყნა.

"ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ბელგოროდის „ტელეგრამ-არხებმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე, ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც კვამლის სვეტი გაიზარდა. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვის შესახებ. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები, პოლიციელები და სასწრაფო დახმარების მანქანები მივიდნენ.

ამასთან, რუსული „ტელეგრამ-არხი" „რიბარი“ იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც.