თურქეთში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, კაჰრამანის პროვინციაში 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 19:06 საათზე მოხდა, მისი სიღრმე კი 5.4 კმ. იყო.
ცნობილია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.