"დიდი მადლობა, დედოფალო!" - რა აჩუქა კაილი მინოუგმა ნუცა ბუზალაძეს
ცოტა ხნის წინ American Idol-ის ფინალი გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული იამ ტონგი გახდა.
"ამერიკის ვარსკვლავის" ფინალში ნუცა ბუზალაძისა და კაილი მინოუგის დუეტი შედგა.
კაილიმ ახალი სიმღერა, PADAM PADAM შეასრულა, ნუცასთან ერთად კი - თავისი ცნობილი ჰიტი Can’t Get You Out Of My Head.
ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა - როგორც ქართველი მომღერალი წერს, მინოუგმა მას თავისი ბრენდის პროსეკო აჩუქა.
„დიდი მადლობა, დედოფალო! მიყვარხარ. ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო", - დაწერა ნუცა ბუზალაძემ "ინსტაგრამზე".