"გილოცავ, საქართველო, ამ შესანიშნავ დღესაც მოვესწარით..." - რას წერს ზაზა შენგელია ნუცა ბუზალაძეზე
American Idol-ის ფინალურ შოუზე ნუცა ბუზალაძის გამოსვლას „ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია ეხმაურება.
ზაზა ქართველებს ნუცას შესანიშნავ პერფორმანსს ულოცავს და წერს, რა თქვა შოუს წამყვანმა პირდაპირ ეთერში ნუცაზე.
"American Idol-ის წამყვანი ნუცაზე:
"12 ფინალისტისგან, ყველამ ვიცით, რომ მან ნახევარი მსოფლიო გამოიარა საკუთარი ოცნების ასახდენად… ახლა ის მსოფლიოს საკულტო მომღერალთან ერთად შეასრულებს მის ახალ ჰიტს „პადამ, პადამ“.
ნუცა ბუზალაძემ მსოფლიოში უდიდეს მუსიკალურ მეგაშოუს, American Idol-ის სუპერსაფინალო ტურში (რომელსაც 120 მილიონი ამერიკელი უყურებდა), სცენა გაიყო ავსტრალიური წარმოშობის ბრიტანელ მომღერალთან – Grammy-ს ჯილდოს, სამი Brit Awards-ის, ორი MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულთან, „გინესის რეკორდების წიგნში“ შესულ ლეგენდარულ კაილი მინოუგთან ერთად და უნდა ვთქვა პირდაპირ – ნუცა არაჩეულებრივად გამოვიდა და ბ ე ვ რ ა დ დ ა ჯ ა ბ ნ ა ი ს!!!
გილოცავ, საქართველო, ამ შესანიშნავ დღესაც მოვესწარით.
You Go Girl !მადლობა ჩემი დაბადების დღის ასეთი მაგარი საჩუქრისათვის“, – წერს ზაზა შენგელია.