loader

“სანქციებს არ ვუერთდებით! თუ გადავხედავთ წარსულს და უახლოეს ისტორიას, ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული“ - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“სანქციებს არ ვუერთდებით! თუ გადავხედავთ წარსულს და უახლოეს ისტორიას, ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული“ - კახა კალაძე

„ჩვენ ხომ ღიად განვაცხადეთ, არაფერს ვმალავთ ან დასამალი რა არის? სანქციებს არ ვუერთდებით, ამასთან დაკავშირებით განცხადებები არაერთხელ გაკეთდა, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნის ინტერესები. თუ გადავხედავთ ჩვენს წარსულს და უახლოეს ისტორიას, ძალიან ბევრ შეცდომას ვნახავთ, რომელიც დაშვებული გვაქვს და რომელმაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას და ხალხს. შესაბამისად, ჩვენ ეს შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, პირიქით, პრაგმატული პოლიტიკით უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ინტერესები", - განაცხადა კალაძემ.