ტრაგედია დიანა ღურწკაიას ოჯახში - რა გახდა მომღერლის ქმრის მოულოდნელად გარდაცვალების მიზეზი
ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ქართველი მომღერლის, დიანა ღურწკაიას ქმარი, რუსეთის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პიოტრ კუჩერენკომ თვითმფრინავში, რომლითაც დელეგაცია ბრუნდებოდა, თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა იმისთვის, რომ კუჩერენკოსთვის დახმარება აღმოეჩინათ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.