"ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი"
პარტია “დროას” ინფორმაციით, პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც დღეს თელავში დააკავეს, ავჭალაში, დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
ამასთან, პარტია ავრცელებს დღეს სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულთა ნაწილის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას.
„პარტია “დროასთვის” ცნობილი გახდა, თუ სად არიან გადაყვანილი დაკავებულები:
"რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ელენე ხოშტრია თბილისში გადმოჰყავთ, ზუსტად სად ჯერ არ ვიცით. მასთან ამ დრომდე არ შეუშვეს ადვოკატი.შეგახსენებთ პარტია "დროას" დამფუძნებელი თელავის პოლიციასთან დააკავეს. იგი დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა."
თელავი: ძმები მირაქოვები, დიღმელაშვილი, გეწაძე. საგარეჯო: ქერაჭაშვილი, გედენიძე, ხასაია, პაპაშვილი. გურჯაანი: ნარსია, ღონიშვილი, ხუსკივაძე. სიღნაღი: ჩიქოვანი, მაცაბერიძე, ჩხობაძე. ელენე ხოშტარია გადაყვანილია ავჭალაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ხოშტარია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
.