loader

"ამას ვერ დავუშვებ" - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას ვერ დავუშვებ" - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძეზე

ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანობის ახალი მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს, 70 ათასს თუ 80 ათასს, ისე რომ არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა, ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავინ არ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თქმითაც, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის.

პრეზიდენტის თქმით, მსგავსი განცხადებით გაკეთება დაუშვებელია, იმ პირობებში, როსდესაც კარგად ვიცით, რომ რუსეთი სწორედ საკუთარი მოქალაქეების დაცვის მიზეზით იჭრება სხვა ქვეყნების ტერიორიებზე.